ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხის თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი,ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ, გელა ეზიეშვილის ჩხრეკისას, 1 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინი" ამოიღო. ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.