ჩოხატაურის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია დაიძაბა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები მერიაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. მათი მტკიცებით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება არ მომხდარა.
აქციაზე, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ყურანი და ბიბლია მიიტანა. როგორც მან აღნიშნა, რელიგიებს შორის დაპირისპირება სირცხვიალია.
ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება.
სოფელ ბუკნარში ქრისტიანული და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება.
გუშინ, ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა აღნიშნული შეხვედრას მუსლიმი თემის წარმომადგენლები „არადამაჯერებელს“ უწოდებენ.