ჩოგბურთში მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, სერენა უილიამსს გოგონა ეყოლა. 35 წლის ჩოგბურთელისთვის ეს პირველი შვილია. უილიამსის დამ ვენუსმა ცნობა არც უარყო და არც დაადასტურა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩოგბურთის შესახებ კითხვებს ნამდვილად უპასუხებდა. გულშემატკივრებმა სერენა უილიამსის ფეხმძიმობის შესახებ აპრილის თვეში გაიგეს, როდესაც სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ფოტო ატვირთა და დაწერა რომ ის 20 კვირის ორსული იყო. ახალშობილის სახელი ამ დრომდე უცნობია. ბავშვის მამა კომპანია „რედიტის“ თანადამფუძნებელი ალექსის ოჰანიანია.