სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროკურატურა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებისას ობიექტური არ იქნება, იმ ფონზე, როცა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დაინიშნა, ხოლო გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. ამასთან ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ „ძალიან მალე გარკვეული პირების გარკვეული პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიკვეთოს“. მისივე თქმით, ეს გარემოებები ინტერესთა კონფლიქტის განცდას აჩენს და რა თქმა უნდა, ალბათ, უფრო მეტია რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, პროკურატურა არ იყოს ძალიან მკაცრი ან ობიექტური ამ საქმის გამოძების დროს.