08:51
21 ივლისი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
“ჭკვიანმა კამერებმა” ერთ თვეში 31 377 დარღვევა დააფიქსირეს
02-01-2018

ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე, საქართველოს მასშტაბით, 31 377 დარღვევა დააფიქსირეს. „ინტერპრესნიუსმა“ მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.
31 377 ჯარიმიდან 13 581 უკვე გადახდილია, მათგან 8 625 ჯარიმის შემთხვევაში მძღოლებმა 20%-იანი შეღავათით ისარგებლეს და ჯარიმა 10 დღის ვადაში გადაიხადეს.

საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული 61 ე.წ. ჭკვიანი კამერიდან ერთ-ერთმა კამერამ, რომელიც შიდა ქართლში, კერძოდ, გორშია დამონტაჟებული, ყველაზე მეტი - 5 698 დარღვევა დააფიქსირა. მძღოლებმა აღნიშნულ მონაკვეთზე სიჩქარეს გადააჭარბეს.

შსს-ს მონაცემების მიხედვით, ნოემბერში, აჭარაში არსებული 9 კამერით ჯამში 1 275 დარღვევა დაფიქსირდა; შიდა ქართლში არსებული 3 კამერით 6 441 ჯარიმა გამოიწერა; იმერეთში არსებულმა 14 კამერამ 5 288 დარღვევა დააფიქსირა; კახეთში ერთი კამერაა და 4 ჯარიმა გამოიწერა, მცხეთა-მთიანეთში არსებული 1 კამერით 62 დარღვევა დაფიქსირდა, ხოლო თბილისში დამონტაჟებულმა 33 კამერამ 18 307 ჯარიმა დაწერა. ე.წ. ჭკვიანი კამერები 2017 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა.

AutoPlay
პაატა სალიას ინფორმაციით, საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით 21 ივლისს, "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებთან გაფართოებული შეხვედრა იგეგმება
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
კახა კალაძე "რუსთავი 2"-ზე
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
აქციაზე ბიძინა ივანიშვილის საპასუხოდ დანომრილი ფურცლები დაარიგეს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ, ლევან ვასაძე მივიდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
აშშ-ი საუდის არაბეთში სამხედროების განლაგებას იწყებს, რათა მათ დაიცვან ამერიკის ინტერესები შესაძლო საფრთხეებისგან
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები