"ჭკვიანი საწოვარა" ჩვილის მშობლებს საშუალებას აძლევს, აკონტროლონ, როდის და რამდენ საკვებს მიირთმევს მათი პატარა. ბოთლს შეუძლია დაარეგულიროს ბავშვისთვის მიწოდებული საკვების ოდენობა და კვების განრიგი. ბოთლში ჩამონტაჟებული სენსორები უზუსტეს ინფორმაციას იძლევა საკვების ტემპერატურასა და ხარისხზე.იმისთვის, რომ smartsleeve-მა იმუშაოს, აუცილებელია სმარტფონი. smartsleeve ბოთლი ჩვილის მშობელს სმარტფონის Bluetooth-ის საშუალებით "ეკონტაქტება". ჯერჯერობით, მოწყობილობა IOS-ის სისტემის მქონე მობილურ აპარატებზე მუშაობს, მაგრამ უახლოეს მომავალში გამოვა დანართი Android-ის სისტემის მობილური აპარატებისთვის.