ტოკიოს მეტროში კატა ყოველდღე მარტო მგაზვრობს. არავინ იცის საით მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს მგზავრი. მას მეტროში 2013 წლიდან ამჩნევენ, თუმცა დღემდე არავის გაუპროტესტებია ცხოველის ყოფნა მატარებლის ვაგონში. ის ადამიანებს არ აწუხებს. როდესაც ვაგონში შედის მშვიდად წვება სკამზე და ყოველთვის იცის სად უნდა ჩამოვიდეს.