მექსიკელმა თინეიჯერმა გამოიგონა უნიკალური ბიუსჰალტერი, რომელსაც წინასწარ შეუძლია ძუძუს კიბოს ადრეული ნიშნების დადგენა. 18 წლის მოზარდის მიერ გამოგონილ ქალის თეთრეულს სახელად EVA "auto exploration bra" 200 სენსორი აქვს, რომელთა მეშვეობით ის ადვილად ამოიცნობს კიბოს ნიშნებს. გამომგონებლის თქმით, მისი ინოვაციური ბიუსჰალტერის მეშვეობით ის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. თინეიჯერს ჭკვიანი თეთრეულის შექმნის დიეა მას შემდეგ დაებადა, რაც დედამისს ძუძუს კიბო დაუდგინდა და ორმაგი მასტეკტომია გადაიტანა. იმისთვის რომ დაადგინოთ კიბოს ნიშნები, საჭიროა ბიუსტჰალტერის კვირაში ერთხელ ერთი საათის განმავლობაში ტარება. თეთრეულის ბიო სენოსერბი ასკანირებს მკრედის ზედაპირს, ადგენს მის ტექსტურას, კანის ფერსა და ტემპერატურას.
რიოს კანტუს თქმით, მაღალი ტემპერატურა სისხლის მიმოქცევის დაჩქარებას მიანიშნებს, რაც ნიშნავს, რომ სისხლძარღვები რაღაც სახის კიბოს კვებას. სენსორი მოპოვებულ მონაცემებს აგზავნის კომპიტერში ან სმარტფონის აპლიკაციაში ბლუთუზის მეშვეობით, სადაც აპლიკაცია მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს და გატყობინებთ რა მდგომარეობაა. იდეის ავტორის თქმით, თუ მკერდში კიბოს ნიშნები აღინიშნება, სისხლის მიმოქცევა და ტემპერატურა იზრდება. რიოს კანტუ მექსიკელი სტუდენტია, რომელიც ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობს. მისმა გამოგონებ, მექსიკის ინოვაციების კონკურრში გაიმარჯვა, სადაც ახლაგზარდა სტუდენტმა 13 მეტოქეს აჯობა და სტუდენტი ენტრეპრენერების საერთაშორისო ჯილდო მპოიპოვა. მიუხედავადა იმისა, რომ კიბოს დამდგენი ბიუსტჰალტერი ჯერ მხოლოდ პროტოტიპია, მან უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და ყურადღება.