ჩხუბი და გარჩევა ვანში - რესტორანში ერთმანეთს პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით ნაცემი არიან პროკურატურის თანამშრომლები. გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ინციდენტში მონაწილე პოლიციელებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება უკვე შეუჩერდათ. დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. მომხდარზე გამოძიებას გენერალური ინსპექციაც ატარებს.
"ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება", - აცხადებენ შსს-ში.
იხილეთ: