აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პროკურატურის ცნობით, მუხთარლი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა, ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ელდარ სულთანოვის თქმით, დაკავებისას მუხთარლიმ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას მესაზღვრეებმა უცხოურ ვალუტაში დიდი ოდენობის თანხა ამოიღეს.