ჩხრეკის დროს გიორგი ჭანტურიას მამა შეუძლოდ გახდა. რუსთავში, მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დაწყებისას, სასწრაფო სამედინიცო დახმარება გამოიძახეს. გიორგი ჭანტურიას მამას გულის არეში მწვავე ტკივილი და მაღალი წნევა აღენიშნება. ის სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. სამართალდამცველები იმყოფებიან ჭანტურიას სახლებში, რუსთავსა და თბილისში. პოლიციის ინფორმაციით, განმეორებითი ჩხრეკა მოსამართლის დადგენილების საფუძველზე ხდება.