ჩხოროწყუში, მუხურის მთაზე ხანძარი ლოკალიზებულია - Palitra News

ჩხოროწყუში, მუხურის მთაზე ხანძარი ლოკალიზებულია

2020-03-06 12:04:06+04:00

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მუხურის მთაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესხებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, დილიდან, მუხურის მთაზე ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.

"ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, ხანძრის დასახლებულ პუნქტზე ან ტყის მასივზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს", – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, უსაფრთხოების და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.