ჩხოროწყუში მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს - Palitra News

ჩხოროწყუში მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

2019-12-06 13:33:01+04:00

პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც 34 წლის მამაკაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, დააკავეს. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, პოლიციელი გუშინ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიყვანეს.

მათივე ცნობით, პოლიციელს ბრალს კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარუდგენენ.

ფაქტი ჩხოროწყუში მოხდა.