მიმდინარე წელს, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლებისა და გაუმართავი საკვამლე მილების ექსპლუატაციის გამო 10 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი “ ავრცელებს. ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, 10-დან 3 შემთხვევაში, ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების საკვამლე მილებში ჩიტის ბუდეები აღმოჩნდა.