ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა საქართველოში დღეს შემოვა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კლინიკური საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, „სინოვაკის“ გამოყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ დაიწყება, თუმცა ამ პროცესის დაყოვნების შემთხვევაში, „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე საბჭო კიდევ იმსჯელებს.
რაც შეეხება „სინოფარმს“, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, „სინოფარმის“ გამოყენება ვაქცინაციის პროცესში 4 მაისს დაიწყება იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ავტორიზაციას.