ჩინური კომპანიები საქართველოში ნავთობის ძებნა/მოპოვებითი სამუშოების განხორციელებით დაინტერესდნენ. ჩინურმა კონსორციუმმა, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე ჩინური კომპანია შედის, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ 3 აპრილს გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში მიიღეს მონაწილეობა. კომპანიები- ვესტ გალფ პეტროლიუმის საინჟინრო კომპანია, ჩინეთის ახალი ვარსკვლავი და ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი, სააგენტომ საუკეთესო განაცხადებს შორის შეარჩია. ჩინურ კონსორციუმსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ჩინურ კონსორციუმთან ხელი მოეწერება 25 წლიან შეთანხმებას. კონსორციუმში შემავალი ჩინური კომპანიები მუშაობას სამეგრელოსა და იმერეთში მდებარე სალიცენზიო ბლოკებზე გეგმავენ.