ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჩინურმა კომპანიამ „სიაო-მ“ (Xiao-i), Apple-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლითაც ირწმუნება, რომ ამერიკულმა კომპანიამ მისი კუთვნილი პატენტები დაარღვია.
ჩინური კომპანია 10 მილიარდი იუანის ანუ მილიარდ 400 მილიონი დოლარის ანაზღაურებას მოითხოვს. გარდა ამისა, „სიაო-ის“ სურს, რომ Apple-მ შეწყვიტოს მის მიერ დაპატენტებული ტექნოლოგიების გამოყენებით, პროდუქტების წარმოება და გაყიდვა.
ამერიკული კომპანია Apple კი ირწმუნება, რომ არ გამოუყენებია ის ფუნქციები, რომლებიც Xiao-i -ისთვის“ პატენტით არის მიკუთვნებული. უფრო მეტიც, „აიფონის“ მწარმოებლის განცხადებით, დამოუკიდებელი შემფასებლები, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატები, ჩინეთის უმაღლესი სახალხო სასამართლოს მიერ აქვთ მიღებული, ადასტურებენ, რომ Apple-ს Xiao-i -ის ტექნოლოგიები არ გამოუყენებია.