ბანკ JP Morgan-ის პროგნოზით, ამერიკის მიერ ჩინეთზე დაწესებული ტარიფები თავად ამერიკელებს ყოველწლიურად ათასი დოლარით გაუძვირებს ცხოვრებას.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა აგვსიტოს დასაწყისში განაცხადა, რომ სექტემბრიდან ჩინეთიდან იმპორტირებულ 300 მილიარდის პროდუქციაზე 10%-იანი საბაჟო ტარიფი ამოქმედდება. მოგვიანებით თეთრი სახლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა სმარტფონებზე, ნოუთბუქებზე და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე ახალი ტარიფის ამოქმედება 15 დეკემბრამდე გადადო.
კიდევ უფრო გაუძვირდებათ ამერიკელებს ცხოვრება, თუ ეს ტარიფები 25%-მდე გაიზრდება, ასეთ შემთხვევაში მათ ცხოვრება წელიწადში ათას 300 დოლარით გაუძვირდებათ.
ამასთან, ექსპერტების ვარაუდით, გადაწყვეტილება ტარიფებზე 2020 წლის არჩევნებამდე არ იქნება მიღებული