ჩინეთში ტაიფუნ "ლეკიმას" შედეგად 48 ადამაინი დაიღუპა, 21 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ძლიერმა ტაიფუნმა ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილი მნიშვნელოვნად დააზარალა. ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარებმა ათობით დასახლებული პუნქტი დატბორა.
სტიქიის გამო ხელისუფლებამ რეგიონიდან 1.7 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 200-მდე ადგილოვრივის გადარჩენა მოახერხეს, რომლებიც დანგრეული შენობების ქვეშ იყვნენ მოყოლილები. სტიქიის გამო ასობით ავაირეისი გადაიდო.
არსებული საშიშროების გამო ჩინეთში საფრთხის ყველაზე მაღალი-წითელი დონეა გამოცხადებული. მედიის ინფორმაციით ელექტრონერგიის მიწოდება შეუწყდა 2.7 მილიონ ადამიანს.
აღსანიშნავია, რომ ტაიფუნი "ლეკიმა" ახლა ქალაქ სანხაის უახლოვდება, სადაც 20 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.