ჩინეთის ხელისუფლება შობადობაზე დაწესებულ ყველა შეზღუდვის მოხსნას აპირებს.1970-იანი წლების ბოლოს, ჩინეთის ხელისუფლებამ „ერთი ოჯახი - ერთი ბავშვის“ პოლიტიკა შემოიღო, რომელიც მოსახლეობის ზრდის შეზღუდვას ითვალისწინებდა. პოლიტიკის გატარების ერთ-ერთი შედეგი გახდა შრომითუნარიანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირება. 2016 წლის 1 იანვრიდან ჩინეთის ხელისუფლებამ წყვილებს მეორე ბავშვის ყოლის ნება დართო, რამაც ქვეყანაში შობადობის ზრდა გამოიწვია. ბოლო წლებში შეზღუდვები ვრცელდებოდა მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედზე. კერძოდ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეეძლოთ ყოლოდათ ორი შვილი, ხოლო ერთი ბავშვის პოლიტიკის თანახმად, სოფლებში წყვილს მეორე ბავშვის ყოლა იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ პირველი შვილი გოგონა ჰყავდათ. "ერთი ოჯახი - ერთი ბავშვის" პოლიტიკის ამოქმედებიდან, ჩინეთში 400 მილიონი ბავშვის დაბადება აიცილეს თავიდან. 2017 წლის მონაცემებით კი, კაცების რაოდენობა 32.66 მილიონზე მეტია ქალების რაოდენობაზე.