სიეტლში დაფუძნებულმა მსოფლიოს უმსხვილესი ყავის მაღაზიების ქსელმა, კომპანია Starbucks-მა, ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მაღაზია გახსნა. მაღაზია შანხაიში გაიხსნა და მისი ფართი 2 700 კვადრატულ მეტრზე მეტია. ეს არის კომპანიის პირველი რესტორანი Starbucks Reserve Roastery ამერიკის ფარგლებს გარეთ. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჰოვარდ შულცის განცხადებით, მაღაზია ნათლად ასახავს კომპანიის 46 წლიან ისტორიას, რომელიც ჩინეთის მრავალფეროვან კულტურასთან არის შერწყმული.