ჩინეთში ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, წყალსაცავში გადავარდა.
მედიის ინფორმაციით, ავტობუსში 36 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 21 მათგანის ცხედარი იპოვეს, 15 გადარჩენილი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ წყალში ჩავარდნამდე, ავტობუსი საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა და რეზერვუარის ჯებირს შეეჯახა.
მედიის ინფორმაციით, შემთვევა გუიჯოუს პროვინციაში, ქალაქ ანშუნში მოხდა, როცა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები კოლეჯის მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად მიემგზავრებოდნენ.
გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში 19 სახანძრო ბრიგადა, 21 სამაშვლო ნავი და 100-მდე მაშველი, მათ შორის 17 მყვინთავი, იყო ჩართული.