ჩინეთში მიწისძვრა მოხდა, არიან დაღუპულები - Palitra News

ჩინეთში მიწისძვრა მოხდა, არიან დაღუპულები

2021-09-16 10:23:51+04:00

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ლუჟოუს ლუსიანის მუნიციპალიტეტში 6.0 მაგნტიუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 2 და დაშავდა 3 ადამიანი, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრამ, რომელიც ადგილობრივი დროით დილის 4:33 საათზე მოხდა, რამდენიმე სახლი დაანგრია. მიწისძვრა 10 კილომეტრ სიღრმეში დაფიქსირდა. დაზარალებულ ტერიტორიებზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.