ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სოფელში მეწყერი ჩამოწვა და 40 ოჯახი ცოცხლად დამარხა. შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა, რა დროსაც ადგილობრივების უმეტესობას ეძინა. მაშველების თქმით, მიწის ქვეშ 100-მდე ადამიანია, რომელთა მდგომარეობაც ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილობრივები და სამაშველო ჯგუფები, დაკარგულებს ერთობლივი ძალებით ეძებენ. დიდი ალბათობით შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მთავრობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.