ჩინეთში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, მარტის თვიდან, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 102 შიდა გადაცემის შედეგია, საიდანაც 96 სინძიანის პროვინციაში დადასტურდა. გარდა ამისა, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 21 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით ჩინეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 84 165 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 78 957 და დაღუპულია 4 634 ადამიანი.