ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის 10 საათზე ერთდროულად დაუშვეს დროშები და შეკრებილმა მოსახლეობამ 3-წუთიანი დუმილით ვირუსის შედეგად გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.
მასში მონაწილეობას ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებდნენ. მათ კორონავირუსის დამარცხებაში მონაწილე თითოეულ ექიმს მადლობა გადაუხადეს.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 81 639 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 3 326 ადამიანი ემსხვერპლა.