ჩინეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 118 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2,236-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ 394 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 75,465-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების 118 შემთხვევიდან 115 ჰუბეის პროვინციაში, მათ შორის 99 - ქალაქ უჰანში, დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, ჩინეთის გარდა კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა.