ჩინეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია აქვეყნებს. მათი თქმით, ახლადგამოვლენილი შემთხვევებიდან 27 პეკინში დაფიქსირდა, სადაც ბოლო დღეებში დაინფიცირების შემთხვევების უმეტესობა სურსათის ბაზარს უკავშირდება. გასულ კვირას ჩინეთის ყველაზე დიდი ბაზრის ტერიტორიაზე კორონავირუსი 45 თანამშრომელს დაუდასტურდა. სავაჭრო ობიექტების მიმდებარე უბნებში სკოლები, საზოგადოებრივი სივრცეები და დაწესებულებები დროებით დაიხურა.
ცნობისათვის, ჩინეთში პანდემიის გავრცელების დღიდან 83 221 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 634 ადამიანი.