ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. 4 შემთხვევიდან 3 საზღავრგარეთიდან არის იმპორტირებული, ერთი კი ადგილობრივი გავრცელების ფაქტია, რომელიც დედაქალაქ პეკინში დაფიქსირდა. ვირუსით გასულ დღე-ღამეში არავინ გარდავლილა.
6 ივლისის მდგომარეობით, ჩინეთში კოვიდ-19-ისგან სულ 78,518 პაციენტი განიკურნა, ამჟამად მკურნალობა 405 ადამიანს უტარდება. ქვეყანაში კორონავირუსის ჯამში 83,557 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 4 634 პაციენტი გარდაიცვალა.