ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ახალი შემთხვევებიდან 14 იმპორტირებულია, 6 კი-შიდა გადაცემის შედეგია.
გარდა ამისა, ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 18 ასიმპტომური შემთხვევა დადასტურდა. შიდა გადაცემის ექვსივე შემთხვევა შანდოგის პროვინციაში გამოვლინდა.
რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულ პროვინციაში მდებარე ქალაქ ცინდაოს ადგილობრივმა მთავრობამ განაცხადა, რომ 5 დღის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი ქალაქის მთელს მოსახლეობას ჩაუტარდებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცინდაოში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევის გამოვლენის შემდეგ მიიღეს.
ცნობისათვის, ჩინეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 85 661 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 634 ადამიანი.