ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა-ამ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. მათი განმარტებით, ათივე შემთხვევა იმპორტირებულია. რაც შეეხება ასიმპტომურ პაციენტებს, რომელთა სტატისტიკაც ცალკე აღირიცხება, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 40 ასეთი შემთხვევა დადასტურდა.
ცნობისათვის, ეპიდემიის გავრცელბიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსით 82 985 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 78 268 - გამოჯანმრთელდა, 4 634 კი - დაიღუპა.