თის სამხრეთის და აღმოსავლეთის პროვინციებში კოკისპირული წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 14 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ამ მონაცემებს ჩინეთის საგანგებო სიტუაცითა სამმართველო აქვეყნებს. განსაკუთრებით დაზარალდა ჯენძენის, ფუძენის, ძიანცის, ჰუნანის, გუანდუნის, გუიჟოუს პროვინციები. ევაკუირებულია 356 ათასი ადამიანი. დაზარალდა სასოფლო-სამეურნეო მიწები, დაახლოებით 370 ათასი ჰექტარი. დაინგრა 9 ათასზე მეტი ნაგებობა. პირდაპირი ეკონომიკური ზარალი უკვე 2 მილიარდ დოლარს აღწევს.