ჩინეთში, ანჰუის პროვინციაში ქიმიურ საწარმოში აფეთქებისას 2 ადამიანი დაშავდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კვამლის დანახვა რამდენიმე კილომეტრიდანაც შესაძლებელი იყო. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხანძრის ჩაქრობა მეხანძრეებმა დროულად შეძლეს. მომხდარზე გამოძიება უკვე ჩატარდა და დადგინდა, რომ აფეთქება საწვავმა გამოიწვია. საწარმოს ხელმძღვანელობის განცხადებით ინციდენტისას საშიში ქიმიური პროდუქრები არ დაღვრილა.