ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა. დაშავებულია 90 ადამიანი. ძლიერ აფეთქებას ქარხანაში, რომელშიც მინერალურ სასუქებს აწარმოებდნენ, ხანძარიც მოჰყვა. აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობნია, თუმცა, როგორც ჩინეთის მიწისძვრების ცენტრში აცხადებენ, აფეთქების დროს 2.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწიძვრა დაფიქსირდა. აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე იანჩენის პროვინციაში მდებარე ქარხანაში გაჩენელი ხანძრის ხილვა რამდენიმე კლომეტრიდანაც იყო შესაძლებელი.