მიმდინარე წლის იანვარში ჩინეთში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 12 მილიარდ 680 დოლარი შეადგინა, რაც 2,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ჩინეთის კომერციის სამინისტრო იუწყება.ანგარიშის თანახმად, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გავრცელდა, ამ მონაცემებში არაა შესული სახსრების გადაადგილების მონაცემები საბანკო სფეროდან, ასევე ფასიანი ქაღალდებისა და დაზღვევის სფეროებიდან.საანგარიშო პერიოდში უცხოური ინევსტიციები დარგების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: ჩინეთის მაღალტექნოლოგიურ დარგში 4 მილიარდ 490 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, სამეცნიერო კვლევით ნაწილში - მილიარდ 200 მილიონი დოლარის, უახლესი ტექნოლოგიების სფეროში კი 3 მილიარდ 280 მილიონის. გაზრდილია მაჩვენებლები ფარმაცევტულ, სამედიცინო მომსახურებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროებში. რაც შეეხება ქვეყნებს, უცხოური ინვესტიციების ძირითადი წილი მოვიდა სინგაპურზე, კორეის რესპუბლიკასა და იაპონიაზე.