ჩინეთში ბოლო 3 თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ 3.2% შეადგინა. ამ ინფორმაციას BBC ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულ ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, ექსპერტები წლის დასაწყისში კორონავირუსის პანდემიით შექმნილი სერიოზული ეკონომიკური კრიზისის გამო მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 2.5%-იან ზრდას ვარაუდობნენ.
ბიუროს მტკიცებით, ეკონომიკის სწრაფი ზრდა ქვეყანაში ეკონომიკური ცხოვრების აღდგენამ და საწარმოების გახსნამ განაპირობა. ამასთან ჩინეთის ხელისუფლებამ ადგილობრვი ბიზნესს საშეღავათო პერიოდი მისცა და გადასახადები შეუმცირა.