ჩინეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ძლიერი წვიმა ჩინეთის სამხრეთ პროვინციებს დაატყადა თავს, სინოპტიკოსების პროგნოზით უამინდობა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. ერთ-ერთი პროვინცია რომელიც ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა გუანსი-ჯუანია, აღნიშნულ პროვინციაში მსხვერპლის რაოდენობამ 9-ს მიაღწია 350 ათასი ადამიანი კი დაზარალდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით პროვინცია ძაინსიში 88 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საერთო ჯამში ასობით სახლი დაზიანდა და 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.