ჩინეთში დაუდგენელი კორონავირუსით, რომელსაც პნევმონიის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს, კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, იაპონიის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ვირუსის შემთხვევა იაპონიაშიც დადასტურდა. კორონავირუსით ერთი ადამიანის დაავადებას ადასტურებენ ტაილანდშიც.
როგორც ცნობილია, უცნობი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ჩინეთში სულ მცირე 41 ადამიანი გადის მკურნალობას. მათგან უმეტესობის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, ასობით ადამიანი ექიმების მიერ ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება. თავდაპირველად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებდა, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემოდა, თუმცა ახლა ისინი არ გამორიცხავენ, რომ დაავადებულთან ახლო კონტაქტმა შესაძლოა, მისი გავრცელება გამოიწვიოს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვირუსის გავრცელება შესაძლოა, იანვრის ბოლოს მოხდეს, როცა ჩინეთი ახალ წელს აღნიშნავს და მილიონობით ადამიანი მოგზაურობას იწყებს.