ჩინეთის ჯანდაცვითი უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ჯანდაცვის ეროვნული კომისიის თანახმად ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის იმპორტირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის გამო ბოლო დღე-ღამეში ჩინეთში არავინ გარდაცვლილა.
ჩინეთში დღემდე კორონავირუსის სულ 82,993 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 4,634 პაციენტი გარდაიცვალა, 78,280 კი გამოჯანმრთელდა.