ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან სამი შემთხვევა იმპორტირებულია, სამი კი - ადგილობრივი გადაცემის ფაქტი.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. ამ დრომდე ჩინეთში კორონავირუსი სულ 82,960 ადამიანს გამოუვლინდა. 78,241 პაციენტი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 85-ია.
დღემდე ქვეყანაში ვირუსს 4,634 ადამიანი ემსხვერპლა.