ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, დაინფიცირებულების რაოდენობა კი 32-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იანვრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მონაცემების თანახმად, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების მაჩვენებელი ნულია.
შეგახენებთ, საერთო ჯამში, ჩინეთში კორონავირუსის 81 740 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს ქვეყანაში 3 300-ზე მეტი ადამიანი მსხვერპლა.