ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 22 ადგილობრივი გადაცემის შედეგია, 20 კი იმპორტულია. ამ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცივს სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, ადგილობრივი გადაცემის თითოეული შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სინძიანის პროვინციაში დაფიქსირდა, სადაც უიღურები ცხოვრობენ.
პანდემიის დაწყების დღიდან ჩინეთში საერთო ჯამში კორონავირუსის 85 868 შემთხვევა დაფიქსირდა და 4 634 ადამიანი გარდაიცვალა.
ამჟამად კორონავირუსზე მკურნალობას ქვეყანაში 300-მდე პაციენტი განაგრძობს.