2019 წელს ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები 8%-ით შემცირდება. როგორც Bloomberg-ი წერს, ასეთ პროგნოზს ჩინეთის ავტომწარმოებელთა ასოციაცია აკეთებს. ავტობაზარზე გაყიდვების მაჩვენებლის შემცირება ძირითადად ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებამ და ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომმა გამოიწვია.
ამასთან, გაყიდვების მაჩვენებლებზე გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ ჩინეთის 15 ქალაქსა და პროვინციაში, ახალი ემისიების სტანდარტები ცენტრალური მთავრობის მიერ დადგენილ გრაფიკამდე დაინერგა.
ჩინეთის ავტომწარმოებელთა ასოციაციის თანახმად, ჩინეთში მანქანების გაყიდვები ნოემბერში წლიური 3.6%-ით ანუ 2 მილიონ 460 ათას ერთეულით დაეცა. ამასთან, შემცირების მაჩვენებელმა ოქტომბერში - 4%, უფრო ადრე კი - 5,2% შეადგინა.