ჩინეთში ამწეს ამობრუნების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. უბედური შემთხვევა ქალაქ პუნინგში მოხდა. ამწე მშენებლობაზე მუშაობდა, როდესაც ის ამობრუნდა და მისი ნაწილი საავტომობილო გზაზე მოძრავ მინივენს დაეცა. ავტომობილში 10 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 3 არასრულწლოვანი იყო. ავტომობილში მყოფთაგან 7 ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.