ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ერთ ღამეში 56-დან 80-მდე გაიზარდა. ჩინეთის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა ცნობით, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 30 პროცენტით - 2,744-მდე - მოიმატა.
ჰონგ-კონგში ვირუსის 6 შემთხვევა დაფიქსირდა და დღეიდან იქ იმ ადამიანების შესვლა აიკრძალა, რომლებიც ბოლო 14 წლის მანძილზე ჰუბეის პროვინციაში არიან ნამყოფები, თუმცა აკრძალვა ჰონგ-კონგის მცხოვრებლებს არ ეხებათ. ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირების პროცედურა დაიწყეს საფრანგეთმა, იტალიამ, იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა.
შეგახსენებთ, დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.