ჩინეთში 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იუნანის პროვინციაში მდებარე ქალაქ, ლუდიანში 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. "ჩინეთის მიწისძვრის ქსელის" ცენტრის ცნობით, რყევები საგრძნობლად ძლიერი იყო. ადგილობრივმა საავადმყოფომ მიწისძვრის ეპიცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადები გაგზავნა. ადგილობრივი მედიის ცნობით მიწისძვრისას 2 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა განადგურდა საავტომობილო გზებიც.