"ვერტიკალური ტყეების" მშენებლობა 2009 წელს, მილანში დაიწყო: ბაღებით დაფარული ორი კოშკი, რომელთა სიმაღლე 110 და 76 მეტრს აღწევდა, იტალიელ არქიტექტორთა ჯგუფმა შექმნა. ათასობით მწვანე ნარგავს, რომლებიც კოშკების ტერასებზე იზრდება, საკუთარი წვლილი შეაქვს ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესებაში. 2014 წელს პროექტმა ცნობილი საერთაშორისო პრემია International Highrise Award მიიღო.