1-ლი მაისიდან ამოქმედებული სიახლის თანახმად, სამხრეთ ჩინეთში მდებარე გუანდონგის პროვინციის გავლისას (ტრანზიტი), 53 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ, 144 საათიანი უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ. ახალი ცვლილება, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ დაამტკიცა, 72-საათიანი უვიზო მიმოსვლის პოლიტიკის გაფართოებას გულისხმობს. მსურველებს გუანდონგში შესვლა სამი აეროპორტიდან, ხოლო გამოსვლა 32 პორტიდან შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ 53 ქვეყნის ჩამონათვალში საქართველო ვერ მოხვდა, თუმცა, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებს აღნიშნული სიახლე ეხებათ.