ჩინეთმა, საკუთარი ვაქცინის გამოყენებით, 9 მილიონამდე მოქალაქე აცრა, აქედან 7 მილიონზე მეტს ვაქცინაცია 15 დეკემბრიდან დღემდე ჩაუტარდა. ჩინეთმა კომპანია Sinopharm-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ფართოდ გამოყენების ნებართვა დეკემბრის ბოლოს გასცა, თუმცა, იმ დროისთვის, საგანგებოდ გამოყენების პროგრამის ფარგლებში, მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანების აცრა სამი ჩინური ვაქცინის გამოყენებით უკვე დაწყებული იყო. კომპანია Sinopharm-ის მტკიცებით, მათი ვაქცინის ეფექტურობა 79.34%-ია. კორონავირუსისგან დაცვისთვის საჭირო იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ვაქცინის 2 დოზაა საჭირო. ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია მოსახლობისთვის უფასოა.