ჩინეთის გემთმშენებელმა კომპანიამ CSIC-მ მიკროპროცესორული მართვითა და 308 ათასი ტონის ტევადობით მსოფლიოში პირველი ნავთობის სუპერტანკერი დამკვეთს უკვე ჩააბარა. ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება. მათი ინფორმაციით, ხომალდი „კეიჩჟენი“ საპორტო ქალაქ დალიანში შექმნეს. მას გააჩნია უახლესი ტექნოლოგია, რომელიც ტანკერს საშუალებას აძლევს განახორციელოს ცურვა უპილოტო რეჟიმში. ამასთან, ის ასევე აღჭურვილია ენერგოდამზოგველი მოწინავე და ხანგრძლივი ნაოსნობის პირობებშიც კი ხმელეთთან უწყვეტი კავშირის ტექნოლოგიებით. აღსანიშნავია, რომ ტანკერმა წარმატებით გაიარა ხანგრძლივი ტესტირება, მათ შორის ღია ზღვაში.
აღნიშნული გემი მიეკუთვნება მეექვსე თაობის სატვირთო გადამზიდავებს და არის 97-ე სუპერტანკერი, რომელიც CSIC-ის შვილობილმა „დალიანის გემთმშენებელმა კომპანიამ“ ააგო.